როგორც კეკელიძე ამბობს, წიგნი იტალიელებს, ხვიჩას გარდა, ფეხბურთელის წინაპრებზე, ქართულ ფეხბურთზე, ბუნებაზე, საქართველოს კუთხეებსა და ადამიანებზე მოუყვება. მკითხველი კვარაცხელიების სოფელ ნაკიფუსა და „იქაურ ჯადოქრულ სამყაროზეც“ შეიტყობს.
წინასიტყვაობის ავტორები დიეგო მარადონა უმცროსი და აკა მორჩილაძე არიან. წიგნის გამოცემას მხარი დაუჭირეს საქართველოს საელჩომ იტალიაში და საქართველოს საელჩომ ვატიკანში. მედია-მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ცნობილი იტალიური გამოცემები Corriere della Sera; La Repubblica; Corriere dello Sport; Tele A; Napoli Today; Sport Italia; Napoli Magazine; Ermes TV ( ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი). წიგნი უკვე საქართველოს ეროვნული ბესტსელერია. იტალიამდე ის ჩვენს ქვეყანაში შემდეგი სახელწოდებით გამოიცა - "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი."